გადახდების მართვის
პლატფორმა
საქართველოს ბანკი წლიდან წლამდე ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვცდილობთ, მომხმარებელს უკეთესი, მარტივი და მასზე მორგებული გამოცდილება შევთავაზოთ.
სწორედ ამგვარი ნაბიჯი იყო 2006 წელს ტრანსპორტში ბარათით გადახდების დანერგვა, 2012 წელს კი – უკონტაქტო გადახდების შემოღება. მობილურში ჩაინტეგრირებული ბარათით გადახდამ ხომ საერთოდ შეამცირა ბარათის ტარების საჭიროება..
ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად, მარტივად და სწრაფად განვახორციელოთ იმდენი ტრანზაქცია, რამდენიც გვჭირდება. თუმცა, იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად დახვეწილიყო, ბიზნეს მომხმარებლების ყველაზე დიდი საჭიროებები გამოვყავით, ესენია:
-
- გადახდების მიღების დაწყება მინიმალურ დროში;
- ინფორმაციის მიწოდება სერვისების შესახებ;
- საოპერაციო საქმიანობის ეფექტურად მართვა;
- ყველა გადახდის მეთოდის ერთ სივრცეში გაერთიანება;
- ნავაჭრი თანხის ჩარიცხვა მინიმალურ დროში;
- ბიზნეს შედეგების ანალიზი