შეთავაზებების მართვა საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ციფრული არხები თითქმის ყოველთვისაა დატვირთული ჩვენთვის საჭირო უამრავი ტიპის ინფორმაციით, მაინც გვინდა ხოლმე, ზუსტად ჩვენს ინტერესებზე მორგებული ინფორმაცია მივიღოთ.
სწორედ ამისთვის, მობილბანკში ჩავაინტეგრირეთ შეთავაზებების სივრცე, სადაც თავმოყრილია ისეთი ტიპის სარგებელი, როგორებიცაა: ბრენდების მიერ განთავსებული ქეშბექები, პლუს ქულები, ფასდაკლებები და ა.შ თანაც, აქ არამხოლოდ ზოგადი, არამედ მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო შეთავაზებების ნახვაც შეგვიძლია, რადგან მობილბანკს აქვს ფუნქცია, მოიძიოს და გაფილტროს შეთავაზება კომპანიის, ინდუსტრიის, კატეგორის თუ პროდუქტის მიხედვით. როგორც უკვე ვთქვით, ეს შეთავაზებები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობილ ბანკში და ძალიან მალე მათ ინტერნეტბანკსა და offers.bog.ge-ს პლატფორმებზეც შევხვდებით. ახლა კი სრულიად ახალ პროდუქტზე უნდა გესაუბროთ, რომელიც ბიზნესებისთვის სულ მალე ყველაზე საჭირო ხელსაწყო გახდება. ამიერიდან Bank of Georgia Ads Manager-ის მეშვეობით, ბიზნესებს უკვე შეეძლებათ, ზუსტი, გათვლილი და მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები შექმნან და გაუშვან. ერთგვარად, ეს არის კარგი ხელსაწყო საიმისოდ, რომ ბიზნესებმა არამხოლოდ შეინარჩუნონ თავიანთი მომხმარებლების ბაზა, არამედ გაზარდონ კიდეც. ბიზნესის მმართველები ხშირად უსვამენ ხოლმე საკუთარ თავს კითხვას, ეფექტურია თუ არა ის, რასაც მათი ბიზნესი აკეთებს? როგორ გაზარდოს გაყიდვები მან ან თუნდაც, როგორ მიაწვდინოს ხმა კონკრეტულ სეგმენტს კონკრეტულ ლოკაციაზე? სწორედ ამისთვის შეიქმნა Bank of Georgia Ads Manager-ი, რომლითაც ბიზნესები უამრავ ინფორმაციას შეიტყობენ მათ მომხმარებლებსა და კამპანიების მიმდინარეობაზე. და მაინც, რა შეუძლიათ ბიზნესების მმართველებს საქართველოს ბანკის Ads Manager-ით გააკეთონ?
  • მათ ექნებათ შესაძლებლობა, ლაივ რეჟიმში მართონ კამპანიები;
  • კამპანიის დასრულებისას შედეგების დეტალური ანალიზი გააკეთონ, რაც მათ შემდეგი ნაბიჯების უფრო ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება;
  • სურვილის შემთხვევაში, ბიზნესს შეეძლება, შეარჩიოს აუდიტორია მომხმარებლების სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით და შეეცადოს მათ მოზიდვას;
  • ბიზნესებს შეეძლებათ, მომხმარებლების განაწილების ნახვა ასაკის, სქესის, ლოკაცის, ქცევისა თუ ინტერესების მიხედვით, რაც მათ დაეხმარებათ, კიდევ უფრო ეფექტურად აწარმოონ თავიანთი კომუნიკაცია.
საბოლოო ჯამში, ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რასაც Facebook Ads Manager-ი და Google Ads Manager-ი იძლევა. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ბიზნესები საქართველოსა და მის გარეთ განხორციელებულ კონკრეტული გადახდებს, ამ გადახდების კატეგორიების, დროისა და ლოკაციის ხილვას თავიანთი ბანკის სივრციდან მარტივად მოახერხებენ და ბოლოს, საქართველოს ბანკის Ads Manager-ი ძალიან მალე ხელმისაწვდომი იქნება გადახდების სივრცესთან ერთად API.BOG.

საქართველოს ბანკი 2022