პლატფორმა რომელიც ყველა საჭირო API სერვისს აერთიანებს
თუკი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ხართ, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი ახალი სტარტაპი და აპლიკაცია იქმნება, მათ კვალდაკვალ კი – ბევრი მხარდაჭერის პროგრამა. ესენია: ინკუბატორები, აქსელერატორები, დაფინანსების პროგრამები და ა.შ
ამ ახლადშექმნილ სტარტაპებს და ტექნოლოგიურ პროდუქტებს ძალიან სჭირდება ისეთი სერვისები, როგორებიც გადახდები და განვადებაა. ასევე, ახალ ციფრულ პროდუქტს ხშირად სჭირდება ბანკთან ინტეგრაციაც. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აქამდე ეს ინტეგრაცია არც თუ ისე ჰარმონიული იყო.
მაინც რა დაბრკოლებებს აწყდებოდა იდეის ავტორი ბანკთან ურთიერთობისას?
- სერვისების მოძიება – რა API სერვისები აქვს ბანკს? რა ფუნქციონალი აქვს თითოეულ ამ სერვისს და როგორ მუშაობენ ისინი? ამ ყველაფრის გასაგებად მას სჭირდებოდა ფილიალში მისვლა, ქოლ-ცენტრში დარეკვა და სხვადასხვა სივრცეში გაფანტული ინფორმაციის მოძიება.
- ინტეგრაციის პროცესში გაფანტული დოკუმენტაციები – ყველა დოკუმენტაცია სხვადასხვა ადამიანის მიერ სხვადასხვა ენაზე იყო შექმნილი და ეს კიდევ უფრო ართულებდა ინტეგრაციის პროცესს.
- ინტეგრაციის პროცესში ჩნდებოდა უამრავი ტექნიკური კითხვა – ეს კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო, რადგან იდეის ავტორს ბევრ ადამიანთან მიმოწერა და საჭირო პასუხის გაგება სჭირდებოდა.
- არ არსებობდა კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა ესაუბრა იდეის ავტორს ბანკთან პროექტებზე.
- ფიქრი იმაზე, იდეის ავტორს ბანკისთვის იდეა რომ გაეზიარებინა, ბანკი კონკურენტად ხომ არ აღიქვამდა მას?
- განვადების API სერვისი – ის საშუალებას აძლევს ციფრული პროდუქტების მფლობელებს, ტექნოლოგიურ პლატფორმაზე მომხმარებელს საშუალება მისცენ, გადაიხადოს მაშინაც კი, როცა ანგარიშზე თანხა არ აქვთ და გაიაქტიურონ წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი. ამით, ბიზნესებს საშუალება ეძლევათ, გაამრავალფეროვნონ გადახდის მეთოდები და გაზარდონ გაყიდვები.
- BOG ID – თუკი აქამდე მხოლოდ Facebook-ისა და Google-ის ავტორიზაციის მეთოდებს ვიყენებდით სხვადასხვა სივრცეებში, 900 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იყენებს ჩვენს ციფრულ არხებს, ამიერიდან მარტივად გაივლის რეგისტრაციას სხვა ტექნოლოგიურ პლატფორმებზე. ტექნოლოგიური ბიზნესები კი შეძლებენ, მომხმარებლებს ბანკის სივრცეებში რეგისტრაცია გაუმარტივონ და ბიომეტრიული პროცესები და ხელშეკრულებებზე ხელმოწერები ავტომატურად ჩაანაცვლონ.
- ღია ბანკინგი – ეს არის ახალი API სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა, უფრო უსაფრთხოდ და მარტივად მოხდეს მომხმარებლის ინფორმაციის გაცვლა ბანკებსა და ფინტექ კომპანიებს შორის. ეს სერვისი კომფორტს უქმნის როგორც მომხმარებელს, ისე ფინტექ კომპანიას. მაგალითად, თუკი მომხმარებელს რამდენიმე ანგარიში აქვს რამდენიმე ბანკში, მას საშუალება ექნება, ისინი ერთი აპლიკაციიდან, მობილბანკიდან მართოს. ხოლო ფინტექ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღია ბანკინგის API სერვისებით შექმნან ახალი პროდუქტები და ბიზნესმოდელები.