გადახდის ახალი მეთოდი - ნაწილ-ნაწილი

ხშირად აღმოვჩენილვართ ისეთ სიტუაციაში, როცა რაიმეს შეძენა გვსურს, თუმცა, საამისოდ თანხა არ გვყოფნის. როგორც წესი, ასეთ დროს საკუთარ თავებს ვაჯერებთ, რომ არც ისე ძალიან მოგვწონს ეს ნივთი, ან ცოტა დროს მივცემთ საკუთარ თავებს ფულის შესაგროვებლად და მერე შევიძენთ ან სულაც განვადებით ვიყიდით მას.

ეს სიტუაცია შეგვიძლია, ხშირად განმეორებად მოვლენად ჩავთვალოთ, რადგან უამრავი ჩვენთვის მოსაწონი, სასურველი და სულაც, საჭირო ნივთი არსებობს.

სწორედ იმისთვის, რომ ფულის შეგროვებაზე დრო არ ვხარჯოთ, განვადებისას პროცენტი არ ვიხადოთ ან საერთოდ, უარი არ ვთქვათ სასურველ პროდუქტზე, საქართველოს ბანკი გადახდის ახალ მეთოდს „ნაწილ-ნაწილს“ გვთავაზობს.

მისი მეშვეობით შეგვიძლია, ნივთი ისე შევიძინოთ, რომ შეძენის მომენტში არაფერი გადავიხადოთ, მისი ღირებულება რამდენიმე თვეზე გადავანაწილოთ და მომავალი თვიდან დავიწყოთ გადახდა. რაც მთავარია, ნაწილ-ნაწილ გადახდით:

  • არ ვიხდით საკომისიოს;
  • არ ვიხდით პროცენტს;
  • პროცესის მართვა ინდივიდუალურად, სხვების ჩარევის გარეშე შეგვიძლია.

ნაწილ-ნაწილ გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში როგორც ონლაინ, ისე – ფიზიკურ სივრცეებშიც. ონლაინ შეძენისას პროდუქტის შესაძენად სულ რამდენიმე კლიკია საჭირო, ფიზიკურ სივრცეში კი პროდუქტის QR კოდის დასკანერებითა და ტერმინალთან ერთჯერადი კოდის აკრეფით ვადასტურებთ გადახდას.

როგორ გავიგოთ, რა ოდენობით შეგვიძლია, ნაწილ-ნაწილ გადავიხადოთ? გადახდის ამ მეთოდისთვის ხელმისაწვდომი თანხა მობილბანკში ჩანს. ამ თანხით კი შესაძლებელია როგორც ერთი, ისე რამდენიმე ნივთის შეძენა. ასევე, ნაწილ-ნაწილ იმ ნივთების შეძენა შეგვიძლია, რომელთა ღირებულებაც 45 ლარიდან იწყება.

ერთი შეხედვით, გადახდის ეს მეთოდი მომხმარებლებზე მორგებული და კომფორტულია, თუმცა, ნაწილ-ნაწილ გადახდა ბიზნესებსაც სხვადასხვა სარგებელს მისცემს, მაგალითად:

    • გაზრდილი საშუალო ჩეკი
    • მეტი მომხმარებელი
    • ახალი კონკურენტული უპირატესობა

რომ შევაჯამოთ, ნაწილ-ნაწილ გადახდა სრულიად ახალი, ინოვაციური, ბიზნესებსა და მომხმარებლებზე მორგებული მეთოდია რომელიც გადახდის ტრადიციული გზებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ვრცელდება ისეთ ყოველდღიურ ნივთებზე, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდით, რომ ასე მარტივად ნაწილ-ნაწილ შევიძენდით.

საქართველოს ბანკი 2022